воскресенье, 28 сентября 2014 г.

                       IX დღის რეფლექსია

      დავათვალიერეთ ერთმანეთის პორტფოლიოები და საკუთარი პორტფოლიოები ავტვირთეთ ბლოგზე.
      ინტელის ტრენინგზე  "პროექტების სწავლება" გავეცანითსასწავლო პროექტის დაგეგმვას, სასწავლო ნიმუშების შექმნას, შეფასების სტრატეგიებს, უკუკავშირის გამოყენებასა და შეფასებას. ვისწავლეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა, მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება, მასალების მომზადება ნიჭიერ მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა და შეფასება, ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა და გამოქვეყნება ბლოგზე.

                    VIII დღის რეფლექსია

შევქმენით მოსწავლეთა ნაშრომები და გავუზიარეთ ერთმანეთს. შევადგინეთ შეფასების ფორმები. გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმას და შევიტანეთ მასში ცვლილებები. მოვამზადეთ მასალები მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობისათვის, შევქმენით ფასილიტაციის რესურსები.

вторник, 9 сентября 2014 г.

                                      IV დღის რეფლექსია

განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი. შევქმენი ჩემი პროექტის შესაბამისი დროში გაწერილი შეფასების გეგმა და შევიტანე სასწავლო გეგმის შაბლონში.

понедельник, 8 сентября 2014 г.

                                              III დღის რეზიუმე

დავასრულე ბროშურის დამზადება, დავსახე კონკრეტული სასწავლო მიზნები სტანდარტსა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე დაფუძნებით, რისთვისაც გამოვიყენე ბლუმის ტაქსონომია და 21-ე საუკუნის ლექსიკა. შევიმუშავე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

пятница, 5 сентября 2014 г.

                                ინტელის კურსი-პროექტებით სწავლება

გავეცანი ინტელის ძირითად მიზნებს, პორტფოლიოს სტრუქტურას, ვისწავლე პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა, გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, სასწავლო გეგმის შაბლონს, სტატიის დაგეგმვასა და  საინფორმაციო ბუკლეტის შექმნის ინსტრუქციას.

среда, 17 апреля 2013 г.

1.პროექტის სახელწოდება:  არჩევანი
2.პროექტის მთავარი იდეა 1-2 წინადადებით:  მოსწაბლეეების მიერ გარკვეული ინფორმაციის მოძიება და მიღებული გადაწყვეტილების უპირატესობის საჯარო, საფუძვლიანი დაცვა, ხარჯთაღრიცხვის დაგეგმვა, შეფასებაარჩევანის გაკეთება.
3. პროექტის აქტუალობა: . ხარჯთაღრიცხვა ყოველდღიური ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა და აღნიშნული პროექტი მოსწავლეებში სწორედ შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას შეუწყობს ხელს.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეების ყურადღება გამახვილდება რაციონალური რიცხვებისა და პროცენტების საშუალებით აღნიშნული თანხის რაციონალურად განაწილებაზე. პრეზენტაციის დროს წარმოდგენილ სლაიდებში გეომეტრიული ფიგურების მოძებნა  ხელს შეუწყობს მათემატიკური ხედვის უნარის განვითარებ. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ შემდეგი უნარ-ჩვევები: საკუთარი აზრის გამოთქმის, არგუმენტირების, დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარები. ინფორმაციის მოძიება მოსწავლეებს მოუხდათ საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით, რაც განუვითარებს მათ საინფორმაციო-ტექნოლოგიური საშუალებების ცოდნით და პასუხისმგებლობით გამოყენების უნარს, სასურველი ინფორმაციის მოპოვების, შენახვის, ერთმანეთთან დაკავშირების, შედარების,ანალიზის, ახლის შექმნისა და გადაცემის უნარს.
5. მონაწილეთა ასაკი:  12-13 წელი (VII კლ)
6. ვადები/ხანგრძლივობა:  2013 წლის აპრილი (1თვე)
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:  ფოტოალბომი, კედლის გაზეთები ,ჩანახატები,  ბლოგი.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  კომპიუტერი. პროექტორი,  ეკრანი,  დიდი ზომის ფორმატები პრეზენტაციისთვის,  მარკერები,  ფოტოაპარატი,
9.პროექტის მსვლელობა:  მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის ღირსშესანიშნაობების, სამოგზაურო ტურების მარშრუტების, ფასების, საგზურის პირობების შესახებ.  ჩაატარებენ გამოკითხვას კლასში(ვის სად სურს გამგზავრება). შეადგენენ  ხართაღრიცხვის გეგმებს ქვეყნების მიხედვით. დაამზადებენ კედლის გაზეთებს (ქვეყნების მიხედვით). ბლოგში განათავსებენ  შეგროვებულ მასალებს და ბოლოს შემაჯამებელ გაკვეთილზე გააკეთებენ პრეზენტაციას, რომელზეც დაასაბუთებენ თავიანთ არჩევანს.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ა)მათემატიკა:    მოსწავლეები განასხვავებენ თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს , იყენებენ მონაცემთა შგროვების შესაფერის საშუალებებს(გაზომვა, დაკვირვება). მოცემულ თემასთან დაკავშირებით სვამენ კითხვებს, განსაზღვრავენ რესპოდენტებს და მოიპოვებენ საჭირო მონაცემებს. ახდენენ თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა კლასიფიკაციას. ქმნიან მონაცემთა ცხრილებსა და დიაგრამებს.  ხსნიან პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ  ამოცანებს გამოთვლებზე (მაგ. უმარტივესი ხარჯთაღრიცხვა; ისტორიული ეპოქის ხანგრძლივობის განსაზღვრა; ამოცანები პროცენტებზე და სხვა).
ბ) ისტორია:  გაეცნობიან ეპოქას, ადამიანთა წვლილს ხელოვნების, მეცნიერებისა და ისტორიული მოვლენების განვითარებაში.
გ) გეოგრაფია: ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრა, კლიმატის გავლენა მასზე.
დ) ხელოვნება: გაუღრმავდებათ ცოდნა და ინტერესი  არქიტექტურასა და მხატვრობაზე.

ე) ისტ:  ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ისტ საშუალებების მოხმარების დემონსტრირება, ბლოგის შექმნა.
პროექტის ხელმძღვანელი:     თინათინ მათნაძე
პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:   tinatinmatnadze@gmail.com
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  matnadze.blogspot.com