воскресенье, 28 сентября 2014 г.

                       IX დღის რეფლექსია

      დავათვალიერეთ ერთმანეთის პორტფოლიოები და საკუთარი პორტფოლიოები ავტვირთეთ ბლოგზე.
      ინტელის ტრენინგზე  "პროექტების სწავლება" გავეცანითსასწავლო პროექტის დაგეგმვას, სასწავლო ნიმუშების შექმნას, შეფასების სტრატეგიებს, უკუკავშირის გამოყენებასა და შეფასებას. ვისწავლეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა, მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება, მასალების მომზადება ნიჭიერ მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა და შეფასება, ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა და გამოქვეყნება ბლოგზე.

                    VIII დღის რეფლექსია

შევქმენით მოსწავლეთა ნაშრომები და გავუზიარეთ ერთმანეთს. შევადგინეთ შეფასების ფორმები. გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმას და შევიტანეთ მასში ცვლილებები. მოვამზადეთ მასალები მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობისათვის, შევქმენით ფასილიტაციის რესურსები.

вторник, 9 сентября 2014 г.

                                      IV დღის რეფლექსია

განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი. შევქმენი ჩემი პროექტის შესაბამისი დროში გაწერილი შეფასების გეგმა და შევიტანე სასწავლო გეგმის შაბლონში.

понедельник, 8 сентября 2014 г.

                                              III დღის რეზიუმე

დავასრულე ბროშურის დამზადება, დავსახე კონკრეტული სასწავლო მიზნები სტანდარტსა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე დაფუძნებით, რისთვისაც გამოვიყენე ბლუმის ტაქსონომია და 21-ე საუკუნის ლექსიკა. შევიმუშავე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

пятница, 5 сентября 2014 г.

                                ინტელის კურსი-პროექტებით სწავლება

გავეცანი ინტელის ძირითად მიზნებს, პორტფოლიოს სტრუქტურას, ვისწავლე პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა, გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, სასწავლო გეგმის შაბლონს, სტატიის დაგეგმვასა და  საინფორმაციო ბუკლეტის შექმნის ინსტრუქციას.