1.პროექტის სახელწოდება: არჩევანი
2.პროექტის მთავარი იდეა 1-2 წინადადებით: მოსწაბლეეების
მიერ გარკვეული ინფორმაციის მოძიება და მიღებული გადაწყვეტილების უპირატესობის საჯარო, საფუძვლიანი დაცვა, ხარჯთაღრიცხვის დაგეგმვა, შეფასება, არჩევანის
გაკეთება.
3. პროექტის აქტუალობა: . ხარჯთაღრიცხვა ყოველდღიური ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა და აღნიშნული პროექტი მოსწავლეებში სწორედ შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას შეუწყობს ხელს.
4. პროექტის მიზნები: .
მოსწავლეების ყურადღება გამახვილდება რაციონალური რიცხვებისა და პროცენტების საშუალებით აღნიშნული თანხის რაციონალურად განაწილებაზე. პრეზენტაციის დროს წარმოდგენილ სლაიდებში გეომეტრიული ფიგურების მოძებნა ხელს შეუწყობს მათემატიკური ხედვის უნარის განვითარებას. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ შემდეგი უნარ-ჩვევები: საკუთარი აზრის გამოთქმის, არგუმენტირების, დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარები. ინფორმაციის მოძიება მოსწავლეებს მოუხდათ საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით, რაც განუვითარებს მათ საინფორმაციო-ტექნოლოგიური საშუალებების ცოდნით და პასუხისმგებლობით გამოყენების უნარს, სასურველი ინფორმაციის მოპოვების, შენახვის, ერთმანეთთან დაკავშირების, შედარების,ანალიზის, ახლის შექმნისა და გადაცემის უნარს.
5. მონაწილეთა
ასაკი: 12-13 წელი
(VII კლ)
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2013 წლის აპრილი (1თვე)
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი, კედლის გაზეთები ,ჩანახატები, ბლოგი.
8.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი. პროექტორი, ეკრანი, დიდი ზომის ფორმატები პრეზენტაციისთვის, მარკერები, ფოტოაპარატი,
9.პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს საფრანგეთის,
იტალიისა და გერმანიის ღირსშესანიშნაობების, სამოგზაურო ტურების მარშრუტების, ფასების,
საგზურის პირობების შესახებ. ჩაატარებენ გამოკითხვას
კლასში(ვის სად სურს გამგზავრება). შეადგენენ
ხართაღრიცხვის გეგმებს ქვეყნების მიხედვით. დაამზადებენ კედლის გაზეთებს (ქვეყნების
მიხედვით). ბლოგში განათავსებენ შეგროვებულ
მასალებს და ბოლოს შემაჯამებელ გაკვეთილზე გააკეთებენ პრეზენტაციას, რომელზეც დაასაბუთებენ
თავიანთ არჩევანს.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი:
ა)მათემატიკა: მოსწავლეები განასხვავებენ თვისობრივ და რაოდენობრივ
მონაცემებს , იყენებენ მონაცემთა შგროვების შესაფერის საშუალებებს(გაზომვა, დაკვირვება).
მოცემულ თემასთან დაკავშირებით სვამენ კითხვებს, განსაზღვრავენ რესპოდენტებს და მოიპოვებენ
საჭირო მონაცემებს. ახდენენ თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა კლასიფიკაციას. ქმნიან
მონაცემთა ცხრილებსა და დიაგრამებს. ხსნიან
პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ამოცანებს
გამოთვლებზე (მაგ. უმარტივესი ხარჯთაღრიცხვა; ისტორიული ეპოქის ხანგრძლივობის განსაზღვრა;
ამოცანები პროცენტებზე და სხვა).
ბ)
ისტორია: გაეცნობიან ეპოქას, ადამიანთა წვლილს
ხელოვნების, მეცნიერებისა და ისტორიული მოვლენების განვითარებაში.
გ)
გეოგრაფია: ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრა, კლიმატის გავლენა მასზე.
დ) ხელოვნება: გაუღრმავდებათ ცოდნა და ინტერესი არქიტექტურასა და მხატვრობაზე.
პროექტის ხელმძღვანელი:
თინათინ მათნაძე
15.პროექტის
ვებ-გვერდი/ბლოგი: matnadze.blogspot.com